ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ს/ს ინსტიტუტი თსუ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით 2025 წლის 29 მაისს ატარებს სტუდენტთა I სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „ენა და კულტურული იდენტობა“.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა იაპონელ ენათმეცნიერ-ქართველოლოგთან და მთარგმნელთან იასუჰირო კოჯიმასთან.